ჩვენს შესახებ

 

ისტორია
კომპანია ნოვას ისტორია  2006 წელს იწყება. პირველ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდა. 2011 წლიდან კომპანიამ სამშენებლო მასალების წარმოების ხაზების განვითარება დაიწყო.
2014 წელს  ნოვას ბათუმის ფილიალში პოლიეთილენის წყლის ავზების საწარმო გაიხსნა.

 

ტექნოლოგია
წარმოებისთვის შეირჩა მსოფლიოში ცნობილი  იტალიური ბრენდის პოლივინილის როტაციული სისტემის დანადგარები. პოლივინილი 1969 წლიდან წარმოების  თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს, რომელსაც არა მარტო ევროპული ქვეყნები იზიარებენ.
ხარისხის, მუშახელის სიმცირის, წარმოებისთვის საჭირო ფართის ეკონომიურობის თვალსაზრისით შერჩეული ტექნოლოგია არსებულთა შორის მოწინავე და პრაქტიკაში აპრობირებულია.

 

ნედლეული
პროდუქცია იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა მექსიკური ნედლეულით პოლიეთილენისგან.
პოლიეთილენი ორგანული ნივთიერებაა, ეთილენის პოლიმერიზაციის პროდუქტი; იყენებენ პლასტიკური მასების წარმოებაში.

მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი (HDPE), ერთერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პლასტმასია.  HDPE - ძლიერია, ვიდრე სტანდარტული პოლიეთილენი. ადვილად რეგენერირებადია და შეიძლება მრავალჯერადი გამოყენება.

ნედლეული წარმოადგენს საშუალო სიმკვრივის მქონე პოლიეთილენს როტაციული (ბრუნვითი) ფორმირებისათვის. ნედლეული მზადდება სუფთა პოლიეთილენის PE-100 ძირითადი პოლიმერით. შესაბამისი შეფერილობის მიღების მიზნით ნედლეულს ემატება ბუნებრივი ფისი. აღნიშნული ფისი შეესაბამება აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების 21 CFR 177.1520 რეგულაციით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და განკუთვნილია საკვებ პროდუქტებთან უშუალო კონტაქტისთვის.

როტაციული წესით წარმოება პოლიეთილენის ფენების თანაბარ სისქეს უზრუნველყოფს. ნედლეულის უნიკალური მახასიათებლები წარმოებულ პროდუქციას ელასტიურობისა და სათანადო სიმკვრივის წყალობით  გამძლეს და  ხანგრძლივმედეგს ხდის.

 

წარმოება და რეალიზაცია
საწყის ეტაპზე ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ  ერთშრიანი და ორშრიანი  ავზების წარმოება დაიწყო, თუმცა მოწინავე ტექნოლოგიის წყალობით - დაკვეთით ნოვა სამ და ოთხ შრიან ავზებსაც გთავაზობთ.
100-დან 5000 ლიტრამდე ტევადობის, ცილინდრული, ვერტიკალური და პრიზმული  ფორმის - ერთშრიანი თეთრი, ლურჯი და ორშრიანი ლურჯი ფერის პოლიეთილენის წყლის ავზები, მომხმარებლებს არამარტო ნოვას საგამოფენო დარბაზებში, არამედ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში შეუძლია შეიძინოს.

 „Polivinil“-ის წარმოების მბრუნავი ჩამოსხმის დანადგარის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია:

 · ღუმელი;

 · გამაგრილებელი კამერა;

· პრესფორმის დამჭერი ბერკეტი;

 · როტაციული მოდული;

· მოძრავი ბაქანი.

 

სერტიფიკატები
ხარისხის დამადასტურებელი სათანადო სერთიფიკატები გაძლევთ პროდუქტის ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიას.

  • „პოლიეთილენის ავზები სასმელი წყლისათვის“ დამადასტურებელი ტექნიკური პირობების შესაბამისობის სერთიფიკატი (გაცემის თარიღი 2014 წლის დეკემბერი);
  • ISO 9001:2008 ხარსხის მენეჯმენტის სისტემის დამასტურებელი სერთიფიკატი (დაინერგა  2013 წლიდან);

 

განმასხვავებელი ნიშნები

19 მარცვლიანი ყურძენი, კომპანიის ლოგო, ლიტრის ამსახველი ერთეული, HDPE პოლიეთილენის და საკვები კლასის აღმნიშვნელი ნიშნები, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი (202 358 126), წარმოების ხაზის დანერგვის თარიღი და ISO 9001 სერთფიკატის აღმნიშვნელი ნიშნები წარმოებულ პროდუქციას ამობურცვის მეთოდით აქვს დატანილი გვერდით და ზედა მხარეზე. ცნობადობის გასაზრდელად ამოტვიფრული ამოსაცნობი ნიშნები თეთრ ავზებზე ლურჯად, ლურჯ ავზებზე თეთრი საღებავითაა დაფარული.

 

ექსპორტი
2014 წელს წარმოების დაწყებისთანავე პროდუქციის ექსპორტი მეზობელ სომხეთშიც დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.